http://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/231/
იმისათვის რომ, ვალიდაციის პროცესი ამუშავდეს რეალურად, საჭიროა ჩატარდეს მთელი რიგი სამუშაოები საქართველოში, სახელდობრ უნდა მოხდეს ჰარმონიზაცია საქართველოს საპატენტო კანონის ნორმებისა და პატენტის შესახებ ინსტრუქციის ევროპის საპატენტო ორგანიზაციის შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებთან. როგორც საქართველოს საპატენტო უწყების იურიდიული დეპარტამენტიდან გვაცნობეს ამ პროცედურას მინიმუმ ერთი წელიწადი დასჭირდება. შესაბამისად ვალიდაციის სისტემის სრულფასოვან ამოქმედებას საქართველოში უნდა ველოდოთ 2020 წლის დასასრულიდან, უფრო რეალურად კი 2021 წლის ზაფხულში.